სააკაშვილის მხარდამჭერი, ყოფილი დეპუტატი, მეგი გოცირიძე:
,,ხორავას ტრაგედიის დროს თვალთხარია იყო შს მინისტრი და სწორედ ასე უშედეგოდ ვითხოვდით კამერების ჩანაწერების ამოღებას , სწორედ ასე მოხდა მტკიცებულებების განადგურება, რასაც თავად აპროტესტებს დღეს, მთელი სახელმწიფო მანქანა როგორ იყო ჩართული იმ უბედურების ჩაფარცხვაში საქვეყნოდ გაშიშვლდა საპარლამენტო გამოძიების ფარგლებში და ახლა რომ ყელყელაობს თვალხარია , ყველამ ვნახეთ როგორ ბლუყუნებდა ქართულ ჯიგრულ პონტში კომისიაზე…
…თვალთხარია მჯიღს იცემს ეს რა მიქნა ბიძინამო, თავს დამესხაო, მოძალადეა, არ ვაპატიებო და იმას რომ გავეშვათ, რუსი კომუნისტის გამო რა დღეში ჩაგვაგდო, როგორც თავად ამბობს ბიძინა იქ არაფერ შუაში არ იყო, მე გავეცი ბრძანება უდანაშაულო, მშვიდობიანი პროტესტანტებისთვის თვალები დამეთხარაო, იმაზე რატომ არ აღშფოთდა, პუტინის ტყვეს, რომ კისრის მალა დაუზიანეს ხიხოს რუსმა ძაღლებმა, მხარი რომ ამოუგდეს რუსთავის ციხიდან გადაყვანისას, ტომოგრაფიისთვის მთელი მსოფლიო რომ ჩაერია და არ გადაუღეს, გამოკეტილ საკანში ტუბერკულოზი რომ შეჰყარეს და კოვიდ ინფექცია, როცა ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს საკნიდან და მედპერსონალის გარდა არავინ შესულა, ფანჯარა არ გაუღიათ არცერთხელ ტყვეობის წამიდან , გამომწყვდეული პრეზიდენტი რომ მოწამლა მისმა დამსმელმა და მისმა დამწინაურებელმა სისხლიანი 20 ივნისის შემდგომ? ამას არ უნდა აღეშფითებინა და მე უნდა აღვშფოთდე ცხვირში ბუმერანგმა რომ სთხლიშა, მაგის გამო?- იოცნებოს! და მეტიც, ასეთი ნაწამები, შეურაცხყოფილი პუტინის ტყვეობაში ჩავარდნილი მთავარსარდლის გადაყვანას ითხოვდა ციხეზე და შანსი არ გაუმაზავს, თავს რომ არ დასხმოდა, ეს არაკაცი”