15
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ზრუნავს მის მომხმარებლებზე და მხარს უჭერს მრავალფეროვანი შეთავაზებებით. განსაკუთრებით კი, ახალ თაობას.
4 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები სასკოლო ფორმების შეძენისას 40%-მდე ქეშბექს მიიღებენ, ხოლო მშობლებს, რომლებიც თიბისის ახალი სახელფასო მომხმარებლები გახდებიან, ფორმის ღირებულების 100%-ის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ.
40%-მდე ქეშბექი
6-13 წლის მოსწავლეები, რომლებიც 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პირველად აიღებენ თიბისის მოსწავლის ბარათს და მოხვდებიან პირველ 10,000 მომხმარებელს შორის, რომლებიც სასკოლო ფორმებს შეიძენენ, გადახდილი თანხის 40%-ს, ჯამში მაქსიმუმ 40 ლარს, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებენ.
ის მოსწავლეები კი, რომლებიც პირველ 10,000 მომხმარებელს შორის ვერ მოხვდებიან, სასკოლო ფორმის შეძენისას 20%-იან ქეშბექს, ჯამში მაქსიმუმ 20 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. აღნიშნული შეთავაზება ვრცელდება როგორც ახალ, ისე არსებულ მომხმარებლებზე.
100%-იანი ქეშბექი
მშობლები, რომლებიც თიბისის ახალი სახელფასო მომხმარებლები გახდებიან და შვილის მოსწავლის ბარათით შეიძენენ სასკოლო ფორმას, გადახდილი თანხის 100%-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს, დაიბრუნებენ.
თიბისის ახალ სახელფასო მომხმარებლად ითვლება პირი, რომელიც ბოლო 6 თვის მანძილზე არ იღებდა ხელფასს თიბისიში, ახლა კი – საკუთარ დამსაქმებელს თიბისის ანგარიშის რეკვიზიტებს გაუზიარებს და ანგარიშზე ხელფასის რეალურ ჩარიცხვას დაიწყებს.
თითოეულ მოსწავლეზე ვრცელდება მხოლოდ ერთი ქეშბექ შეთავაზება. სასკოლო ფორმის სრული სეტის (ორი ქვედა ნაწილი და პიჯაკი) ღირებულება 95 ლარია.
სასკოლო ფორმის ფიზიკურად შეძენისას გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის POS-ტერმინალზე. ონლაინ შეძენისას კი (ვებგვერდზე formеbi.emis.ge), თიბისის ელექტრონული გადახდის არხით.
თიბისის მოსწავლის ბარათი უფასოა და მისი ციფრული ვერსია შეკვეთისთანავე მზადდება.
შეუკვეთე მოსწავლის ბარათი მარტივად, თიბისის მობაილბანკში და დაზოგე 100%-მდე.
შეთავაზებების დეტალური პირობების სანახავად ეწვიე ბმულს.
(R)
საერთაშიროსო alia.ge