WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

13.07.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ივნისში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართა და მას 600 ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგების ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია, მიღებული ცოდნა კი –  საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენონ.

ივნისის ტრენინგები შემდეგ თემებსა და საკითხებს დაეთმო:

  • საგადასახადო დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები –  ტრენინგზე განხილული იყო, თუ რა შეღავათიანი საგადასახადო სტატუსი შეიძლება მიიღოს მეწარმემ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და რა სახის შეღავათები არსებობს დღეს საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისთვის.   
  • აგრორისკები ფინანსებში – შეხვედრა იმ ფერმერებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებისთვისაც აგრორისკის ფინანსური შეფასება მნიშვნელოვანია. სესიის ფარგლებში, მსმენელები გაეცნენ სხვადასხვა ტექნიკას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები რისკის დაზღვევის სისტემების დანერგვისას.
  • საგადასახადო სიახლეები – ტრენერმა, დავით პაპიაშვილმა განიხილა საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითადი პრინციპები და მათი გამოანგარიშების პრაქტიკული მაგალითები.
  • სასტუმროს სტრატეგიული მართვის პრინციპები მფლობელებისთვის –
    სესია განკუთვნილი იყო სასტუმროების მფლობელებისთვის, რომ უკეთესად გაანალიზონ  საკუთარი სასტუმროს შედეგები, უხილავი დანაკარგები, რისკები და  დასვან სწორი სტრატეგიული კითხვები.
  • ფინანსების მართვის ტრადიციული და თანამედროვე მიდგომები CEO-ებისთვის – ტრენინგი განკუთვნილი იყო დირექტორების, დამფუძნებლებისა და ბიზნესის ხელმძღვანელი პირებისთვის. სესიაზე, ტრენერმა, გიორგი ჩუგოშვილმა აუდიტორიას სასარგებლო რჩევები გაუზიარა ბიზნესის ეფექტურად მართვისთვის.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივლისის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაწყებულია. სესიებზე დასწრება თიბისის ბიზნესმომხმარებლებს  წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.   

ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის უახლესი და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.