“თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციონერი ლიდერი ტყვეობაში გყავთ და შალვა, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს ეძებ?” – პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს

2 weeks ago 6

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს შეკითხვაზე “სად არიან ოპოზიციონერები?“:

რა უსინდისო და უტიფარი პროპაგანდა აქვს “ქართულ ოცნებას”!

თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციონერი ლიდერი ტყვეობაში ჰყავთ და შალვა პაპუაშვილი, შირაქის ველიდან ვითომც არაფერია, კითხულობს: სად არიან ოპოზიციონერები?

შალვა, მართლა გაინტერესებს?

გიორგი ვაშაძე — ციხეშია, უკანონო პატიმრობაში,

ზურა გირჩი ჯაფარიძე — ციხეშია, უკანონო პატიმრობაში

ნიკა მელია და ნიკა გვარამია — ციხეში არიან, უკანონო პატიმრობაში

ხაზარაძე და ჯაფარიძე — ციხეში არიან, უკანონო პატიმრობაში

და მართლა მაინტერესებს, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს ეძებ?“ – მიმართავს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა