თიკა რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

1 hour ago 2

თიკა (თინათინ) რუხაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია ამის შესახებ კულტურის სამინისტროს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა - მიზეზად დასახელებულია მკურნალობა.

„პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა.

ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას... ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია“, - წერია კულტურის სამინისტროს ფეისბუკგვერდზე თინათინ რუხაძის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა