„ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის, რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე! საქართველო გაიმარჯვებს“, - დაწერა „ფეისბუკში“ ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე 2-წლიანი ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ეწურება. მისი ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პარტიის დამფუძნებელია, სოციალური ქსელებით განაცხადა, რომ „მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და პარტიაში თანამდებობის დაკავება არ შეუძლია.
როგორ განვითარდა მოვლენები:
- პატიაში ცვლილებები სააკაშვილმა 10 ივნისს დაანონსა. მან დაწერა, რომ „ნანუკას [ჟორჟოლიანს] აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად“;
- 11 ივნისს ჟორჟოლიანმა თქვა, რომ მას სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობას სთავაზობდა, რასაც არ დათანხმდა - „თუ ჩვენ შევთანხმდებით მთავარ საკითხებზე, თანათავმჯდომარის თანამდებობა არის სრულიად საკმარისი, რომ მე ეს ცვლილებები განვახორციელო“;
- ბოკუჩავა ამბობს, რომ არ იზიარებს აზრს პარტიაში „ორხელისუფლებიანობასთან“ დაკავშირებით. მან 16 ივნისს პოლიტიკური ჭორაობა უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი ჟორჟოლიანს მის თანამდებობას სთავაზობდა;
- 17 ივნისს სააკაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ „ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს“;
- ბოკუჩავამ ამ განცხადების შეფასების დროს თქვა: „სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგამდე გზაში წავიკითხე, მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა. ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“...

9 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·