ევრობასკეტ 2025-ის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
რიგაში გამართულ შეხვედრაში ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა 1/4 ფინალში გავიდა. მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ქართველებმა ენერგიისა და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მოახერხეს უპირატესობის მოპოვება და სენსაციაც დააფიქსირეს.
ცხადია, გამარჯვებას თან მოჰყვა სოციალურ ქსელში ქართველი გულშემატკივრების აქტიურობაც, რომელთა კომენტარებსაც უცვლელად გთავაზობთ.