თორნიკე თოშხუა თავისუფალია, მინდია შერვაშიძე რამდენიმე საათში დატოვებს საპატიმროს

1 month ago 49

დღეს, პირველ ივლისს, სააპელაციო სასამართლომ სინდისის პატიმრებს, თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა. თორნიკე თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი, ვინაიდან პროცესს არ ესწრებოდა, საპატიმროს რამდენიმე საათში დატოვებს.

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძე 2025 წლის 16 აგვისტოს დააკავეს ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით. პირველ აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ მათ მათ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისად, ციხე 16 აგვისტოს უნდა დაეტოვებინათ.

თუმცა დღეს სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა და 10 თვით და 15 დღით განუსაზღვრა, რის გამოც ისინი დღესვე გათავისუფლდნენ.

ამ თემაზე:

სრულად წაკითხვა