თორნიკე რიჟვაძემ შვილები საჯარო სკოლიდან ამერიკულ სკოლაში გადაიყვანა – საჯარო სკოლებში თითქმის არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის შვილი არ სწავლობს

1 month ago 10

7

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ორივე შვილი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლიდან კერძო, ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ გადაიყვანა. ინფორმაცია თავდაპირველად “აჭარა-თაიმსმა” გაავრცელა, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ ინფორმაცია “ბათუმელებსაც” დაუდასტურა. სკოლის ინფორმაციით, რიჟვაძემ შვილები კერძო სკოლაში ახლახან გადაიყვანა.

წელს, შვილი თბილისის მერმა კახა კალაძემაც ფრანგულ სკოლაში შეიყვანა. კალაძე ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა. ამავე სკოლაში სწავლობს თეა წულუკიანის შვილიც.

საჯარო სკოლებში თითქმის არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის შვილი არ სწავლობს.(მთავარი არხი)

სრულად წაკითხვა