საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კომენტარი თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ გააკეთა.
როგორც ქეცბაია ამბობს, მას გული ძალიან დაწყვიტა იმ ფაქტმა, რომ ოქრიაშვილმა ევრო 2024-ზე ვერ ითამაშა:
ძალიან დამწყდა გული, რომ ოქრი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად არ იყო. სადმე კარგად რომ ეთამაშა და ფორმაში ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში წავიდოდა.
- ამბობს ქეცბაია.