თოფურიას ორივე თვალბუდის მოტეხილობა აქვს, თუმცა საბედნიეროდ ოპერაცია არ დასჭირდება – MD

4 hours ago 2

ესპანური მედიის თანახმად, ილია თოფურია საავადმყოფოდან გაწერეს. მართალია მას ორივე თვალბუდის მოტეხილობა აქვს, თუმცა, სპორტსმენი ოპერაციის გაკეთებას გადაურჩა.

როგორც გამოცემა MD-მ წუხელ იტყობინებოდა, ილია თოფურია სახლში იმყოფება და თეთრ სახლში გამართულ შერეული საბრძოლო ხელოვნების ღონისძიებაზე, UFC Freedom 250-ზე მიღებული ტრავმებისგან გამოჯანმრთელების პროცესს გადის.

“29 წლის ესპანელ-ქართველ მებრძოლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული პირველი არაოფიციალური სამედიცინო დასკვნა მიუთითებს, რომ მას ტრავმების მოსაშუშებლად ოპერაცია არ დასჭირდება. თუმცა, გამოკვლევებმა გამოავლინა სახის ორივე ორბიტალური ძვლის მოტეხილობა — სერიოზული ტრავმა, რომელიც ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პერიოდსა და დიდ მოთმინებას მოითხოვს.

მოსალოდნელია, რომ თოფურია რამდენიმე თვის განმავლობაში დაისვენებს და ვარჯიშს ეტაპობრივად დაუბრუნდება, განსაკუთრებით კი ფიზიკური კონტაქტის შემცველ სავარჯიშოებს. გეიჯის წინააღმდეგ მთავარი ბრძოლის ოთხი რაუნდის განმავლობაში მიღებული მძიმე დარტყმების შედეგად, მისი მარჯვენა თვალი უფრო მეტად დაზიანდა, ვიდრე მარცხენა, და ჯერ კიდევ გასარკვევია, არის თუ არა სხვა ტრავმებიც”, – წერს Mundo Deportivo.

აღსანიშნავია, რომ UFC-ის ოფიციალური სამედიცინო დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა. როგორც წესი, ღონისძიების მომდევნო კვირაში UFC აცხადებს სავალდებულო სამედიცინო შეჩერებებს იმ მებრძოლებისთვის, რომლებმაც სერიოზული ტრავმები მიიღეს, რათა მომავალში მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მდგომარეობას საფრთხე არ შეექმნას.

სრულად წაკითხვა