„თუ ახლავე არ გაასაჯაროვებთ სრულ ჩანაწერს, თქვენი რეპუტაცია გაცამტვერდება“ - ვიკა ბუკია

2 hours ago 2

ჟურნალისტი ვიკა ბუკია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება და წერს, რომ გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძის დაპირისპირების ვიდეო დამონტაჟებულია.

„იმედმა დადო დამონტაჟებული მონაკვეთი (სადაც სამხარაძე მაინც ჩმორი ჩანს). თავდასხმა დაიწყო არა ამ მონაკვეთით, არამედ შიგნით. ჯგუფურად დაესხნენ თავს ზვიად ქორიძეს და შემდეგ გიორგი გახარიას. ეს ჩანაწერი არ ასახავს ზვიადზე თავდასხმას, არის უხეშად დამონტაჟებული და ამას ის ამომრჩეველიც მიხვდება, ვისაც გლობალური ომის პარტიის არსებობის სჯერა.

Sheraton Batumi Hotel თუ ახლავე არ გაასაჯაროვებთ სრულ ჩანაწერს, თქვენი რეპუტაცია გაცამტვერდება. რომელ სტუმარს მოუნდება დასვენება სასტუმროში, სადაც მათი უსაფრთხოება დაცული არაა და სასტუმროს უსაფრთხოება კამერების ჩანაწერს მალავს“, - წერს ბუკია.

წყარო: ​tia.ge​​​

სრულად წაკითხვა