“თუ ბიუჯეტიდან რამე უნდა დაფინანსდეს, ეს არის ახალი არჩევნები” - რას ამბობს გიორგი სუხიტაშვილი

2 days ago 2

მომღერალმა, გიორგი სუხიტაშვილმა, “კვირის პალიტრასთან” ქვეყენაში მიმდინარე მოვლებიდან გამომდინარე ახალ წელზე ისაუბრა.

არაერთმა მომღერალმა დაგეგმილი კონცერტები გააუქმა, თქვენც ამას აპირებთ?

“ძალიან სამწუხაროა! ნაცვლად იმისა, რომ რეგიონებში კონცერტები გამემართა, ერთმანეთისთვის ახალი წელი მიგველოცა და ოჯახებთან ერთად გვეზეიმა, ახლა იმაზე ვმსჯელობთ, მომღერალმა უნდა იმღეროს თუ არა. მე უკვე გადავწყვიტე, სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობა არ მივიღო. ბევრი ასეთი ღონისძიება იყო დაგეგმილი, მაგრამ ამ მოცემულობაში სწორად არ მიმაჩნია, ბიუჯეტიდან კონცერტები დააფინანსონ. თუ ახლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაიმე უნდა დაფინანსდეს, ეს ახალი საარჩევნო კომისიის შექმნა და ახალი არჩევნების მომზადებაა.

ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რომ ყველა გადავრჩეთ - მათ შორის, "ქართული ოცნების" წევრები და მომხრეებიც. როდესაც მმართველ პარტიას დასავლეთი ასანქცირებს და რუსეთი აქებს, ნამდვილად ვერ გამოვალ და თბილისის ცენტრში ვერ ვიმღერებ, მაგრამ რამდენიმე კერძო კონცერტზე გავალ, რომელიც რესტორანშია დაგეგმილი - ასე გადავწყვიტე. ცხადია, ჩვენი ვალდებულებები მომღერლებსაც გვაქვს.

ჩემი ერთადერთი შემოსავალი ჩემი პროფესიაა და კერძო დაკვეთებზე უარს ვერ ვიტყვი. არ მესმის, ამის გამო რატომ მაკრიტიკებს ხალხი, რომელიც თვითონაც მუშაობს?! აქციებზე ისინიც დადიან და მეც, მაგრამ სიმღერა რატომღაც, ყველას აღიზიანებს, თითქოს ეს ჩემი საქმე არ იყოს!” - ამბობს გიორგი სუხიტაშვილი.

სრულად წაკითხვა