“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, პროდიუსერი, რომელსაც რამდენიმე საათის ეძებდნენ, საგარეჯოს იზოლატორშია

4 weeks ago 272

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, პროდიუსერი ბექა ფერაძე საგარეჯოს იზოლატორშია. ის გუშინ გვიან ღამით, აქციიდან დაიკარგა და გამოცემა მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.

ცნობილია, რომ ის ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს. თუმცა უცნობია დაკავების საფუძველი.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ ის უკვე მოინახულა ექიმმა და ამ წუთებში ადვოკატი ელის მასთან შეხვედრას. დამატებით ცნობები, თუ როგორ გრძნობს ის თავს, ამ ეტაპზე არ გვაქვს […]

ბექა ბერაძე დაკავებამდე ძმასთან და მეგობართან ერთად იყო. ძმა თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავა პოლიციამ. ჩვენი ინფორმაციით მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა და ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს”, – წერს “რადიო თავისიფლება”.

სრულად წაკითხვა