შსს ცნობით, ზვიად ხარაზიშვილი [ხარება] ვარჯიშის დროს დაშავდა 

2 days ago 3

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გდდ-ს უფროსი ზვიად ხარაზიშვილი ვარჯიშის დროს დაშავდა, რის გამოც იმყოფებოდა კლინიკაში. 

“გავრცელდა  სხვადასხვა სახის ცრუ ინფორმაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის,  ზვიად ხარაზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. 

ზვიად ხარაზიშვილს  რამდენიმე წლის წინ, ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და  პერიოდულად იტარებს გეგმიურ შემოწმებას. 

ასევე, ვარჯიშის დროს, მან მიიღო დაზიანება, რის გამოც “ავერსის” კლინიკაში იმყოფებოდა   შემოწმებაზე”, – აცხადებს შსს 30 დეკემბერს გავრცელებულ რელიზში. 

სრულად წაკითხვა