თუ გინდათ მენტალური ჯანმრთელობა

3 weeks ago 14

ჯანმრთელ თაგვებს გადაუნერგეს დეპრესიული თაგვების განავალი. გადანერგვიდან მალევე ჯანმრთელ თაგვებს დაეწყოთ დეპრესიული სიმპტომები.

ადამიანებზე ასეთი ექსპერიმენტი არაეთიკურობის გამო ვერ ჩატარდება, რადგან არ შეიძლება არავის განზრახ დაავადება.

თუმცა ეს ყველაფერი არავის გაკვირვებია, მითუმეტეს მე.

ვინც დიდი ხანია მომყვებით იცით, რომ წლებია რეგულარულად ვღაღადებ ნაწლავის და მისი ბაქტერიული ფლორის მნიშვნელობას მენტალური ჯანმრთელობისთვის.

🔬 ნიდერლანდებში ჩატარებული დიდი კვლევის შედეგები:

დეპრესიულ პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი ბაქტერიების სიმრავლე ნაწლავში:

🧫 Eggerthella

🧫Coprococcus

🧫Sellimonas

🧫Hungatella

ეს ბაქტერიები კავშირში არიან ისეთი მოლეკულების პროდუქციისთან, როგორიცაა”

🧪 ბუტირატი

🧪გლუტამატი

🧪გაბა

🧪სეროტონინი

ეს ნივთიერებები კი თავისმხრივ გავლენას ახდენს ტვინში სხვადასხვა პროცესებზე, მაგ. დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის, პანიკური შეტევების ჩამოყალიბებაზე.

მჯერა, მალე შესაძლებელი იქნება ფოკუსით ნაწლავზე ახალი თერაპიების შემუშავება და დანერგვა.

მანამდე, თვალის ჩინივით გაუფრთხილით კუჭ-ნაწლავის სისტემას.

მიიღეთ:

1️⃣პირველ რიგში ბოჭკოთი მდიდარი საკვები (ბოსტნეული, ბურღულეული, თხილეული, ჩია და სხვა თესლები, ბოჭკოვანი დანამატები)

2️⃣მიირთვით ფერმენტირებული საკვები, იგივე მწნილეული.

3️⃣ანტიბიოტიკების მერე აღადგინეთ პრობიოტიკებით ნაწლავის ფლორა

4️⃣ერიდეთ მრავალჯერ გადამუშავებულ საჭმელს, ნახევარფაბრიკატებს.

5️⃣არ დააზიანოთ ნაწლავის უნიკალური და სათუთი ეკოსისტემა გამორეცხვებით და წმენდებით.

მოკლედ, თუ გინდათ მენტალური ჯანმრთელობა, დაიწყეთ ქვედა სართულების მოწესრიგება.

ნაწლავი და ტვინი პირდაპირკავშირში არიან ერთმანეთთან. სხვათა შორის, ნაწლავის გავლენა ტვინზე უფრო დიდია, ვიდრე პირიქით.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!

თქვენი ჰაუსი

სრულად წაკითხვა