,, თუ დაგირეკეს და გამოკითხვაზე გიბარებენ, როგორც მოწმეს” – მარიკა არევაძე

2 weeks ago 5

2

იურისტი მარიკა არევაძე:

,,რადგან ძალიან გააქტიურდა გამოკითხვებზე დაბარებები, ამ ინფორმაციას გაგიზიარებთ:

თუ დაგირეკეს და გამოკითხვაზე გიბარებენ, როგორც მოწმეს:

– შეგიძლიათ უარი თქვათ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე. ასეთ შემთხვევაში თქვენი გამოკითხვა მოხდება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში;
– აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან;
– გამოკითხვაზე წადით ადვოკატთან ერთად.

როცა თქვენი გამოკითხვა სურთ, როგორც მოწმის – არ აქვთ უფლება ქუჩაში გაგაჩერონ ან სახლში მოგაკითხონ და წაგიყვანონ იძულებით.

უფასო იურიდიულ კონსულტაცია/მომსახურებას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი. მათი ცხელი ხაზის ნომერია – 577 070 563 .”

სრულად წაკითხვა