ირანის უმაღლესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი მუჰამედ მოხბერი აცხადებს, რომ თუ ირანს არ ექნება ფრენების განხორციელებისა და აეროპორტის მომსახურების მიღების შესაძლებლობა, რეგიონში არცერთ ქვეყანას არ ექნება ფრენები.
X-ის საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მოხბერმა აღნიშნა: „აშშ-სთან თანხვედრა მტრული პოლიტიკის გატარებაში ირანელი ხალხის მეხსიერებაში დარჩება. მიუხედავად ამისა, ჩვენი სტრატეგია ამ საკითხზე ნათელია: ფრენები რეგიონში ან ყველასთვის ღიაა, ან არავისთვის. თუ ირანს შეეზღუდება ფრენისა და აეროპორტის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, ამ სერვისებზე წვდომა რეგიონის არცერთ ქვეყანას არ ექნება“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერაყის ნაჯაფის საერთაშორისო აეროპორტმა ირანის მიმართულებით და ირანიდან რეისები შეაჩერა, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-ის სანქციების შესაბამისად, ირანული ავიაკომპანიების ფრენები აკრძალეს. ამერიკული სანქციების შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილებები სხვა ქვეყნებმაც მიიღეს, მათ შორის აზერბაიჯანმა და საქართველომ.
netgazeti