ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ლივერპულის ეგვიპტელი ფორვარდის, მოჰამედ სალაჰის კომენტარს ავრცელებს, რომელიც მან მცველებთან დაპირისპირებაზე გააკეთა.
იმ მცველებთან მიწევს ხოლმე კომუნიკაცია, რომლებიც ჩემს მხარეს არიან და კარს ჩემგან იცავენ, თუმცა თუ ბინძურად იწყებენ საუბარს, მაშინ არ ვცდილობ, რომ ჩავერიო.
მათ მხოლოდ ერთს ვეუბნები ხოლმე - შეხედე, არ მჭირდება ბევრი, თუ ერთ შანსს მაინც მივიღებ, შენ ამის საფასურს გადაიხდი.
- ამბობს სალაჰი.
მოჰამედ სალაჰს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე ლივერპულის მაისურით 30 გოლი და 21 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.