WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

14.09.202614.09.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებას და ამბობს, რომ თუ რაიმე ექნებათ დიპლომატთან სათქმელი, უშუალოდ ელჩთან ისაუბრებენ.

ირანის ელჩმა 14 სექტემბერს სოციალურ ქსელში მორიგი ვრცელი განცხადება გაავრცელა. ის საუბრობს ირან-საქართველოს ურთიერთობებზე და ფერეიდნელ ქართველებზე:

„ირანის ავიაკომპანიებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ ბოლო გადაწყვეტილებას, ეკონომიკურ შედეგებთან ერთად, ადამიანური და სოციალური შედეგებიც აქვს. მისი ეკონომიკური ზიანი შესაძლოა მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიაზე არ აისახოს; ის შეიძლება შეეხოს ვაჭრობას, ბიზნესმენთა გადაადგილებას, სტუდენტებს, ოჯახებს და ორ საზოგადოებას შორის გაცვლის მრავალფეროვან, დიდ თუ მცირე ქსელებს.

მაგრამ მისი ადამიანური შედეგი უფრო ღრმაა: საქართველოს საზოგადოებასა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის სოციალური და ადამიანური კავშირების გაწყვეტა. ფერეიდანში ოთხასი წლის განმავლობაში ენისა და იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ ისტორიული საკითხი არ არის. ეს საზოგადოება დღეს შეიძლება საქართველოს სოციალური კაპიტალის ნაწილი გახდეს ერთ-ერთ უდიდეს რეგიონულ ეკონომიკასთან ურთიერთობისთვის“, – წერს ირანის ელჩი.

ამას წინ უძღოდა ერთი დღით ადრე საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელსაც ერთვოდა შავი ზღვის რეგიონის რუკა, სადაც საქართველოს მხოლოდ ნახევარი ჩანდა.  პოსტში საუბარი იყო საქართველოს პოზიციაზე, ირანულ ავიაკომპანიებზე აშშ-ის სანქციების დაცვასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების რეჟიმს უერთდება:

„ზოგადად ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია. თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად, ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება თქვენ იცით როგორია ჩვენი მიდგომა, თუ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, ჩვენ ასეთი სანქციების რეჟიმს ყოველთვის ვუერთდებით. ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას და ვუერთდებით სასანქციო რეჟიმს, ეს არის ჩვენი ზოგადი პოლიტიკა რასაც რა თქმა უნდა, ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს. დანარჩენი თუ რაიმე სასაუბრო გვექნება ამა თუ იმ დიპლომატთან, ჩვენ რა თქმა უნდა ორმხრივ რეჟიმში მათთან ვისაუბრებთ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოპერაცია Economic Outcast-ის ფარგლებში სანქციები დაუწესა ირანის ყველა ავიაკომპანიას, მათ შორის, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ირანულ ავიაკომპანიებთან დაკავშირებით აშშ-ს სანქციებს დაიცავს.