ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია კონკრეტულ რჩევებს აძლევს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს:
“თუ სადმე რამე გონიერება შემორჩა ივანიშვილს, ფსევდოპრეზიდენტის ფსევდოინაუგურაცია მაინც უნდა გადადოს გაურკვეველი ხნით, რადგან აშშ დღეს წარმოდგენილი სანქციები არის უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ განცხადებული შინაარსი, ეს უკვე ამოქმედებული ნაღმია პერსონალურად ივანიშვილის წინააღმდეგ, რასაც ბევრად უფრო უარესი შედეგები მოჰყვება.
მყისიერი გადაწყვეტისთვის ე.წ. ინაუგურაციის გადადება მეტად მოკლევადიანი, მაგრამ მაინც გამოსავალია თუნდაც მოკლე დროით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ გამზარდია.