20 დეკემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 28 დეკემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.
დეკემბრის დასწყისში ლარის გამყარებას, თვის შუა პერიოდში, გაუფასურება მოჰყვა უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა ბოლო კვირაში სახეზე იყო ეროვნული ვალუტის გამყარება და დასტაბილურება. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
24 დეკემბერი – 2.8128;
25 დეკემბერი – 2.8119;
26 დეკემბერი – 2.8030;
27 დეკემბერი – 2.8021.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0078 ლარით და 1 აშშ დოლარი 28 დეკემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში 2.7943 ლარი ეღირება.
თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა ამ შემთხვევაში ლარი ბოლო 2 კვირის განმავლობაში დინამიურად მყარდებოდა, რაც სტაბილურობაში გადავიდა. კერძოდ ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
24 დეკემბერი – 2.9236;
25 დეკემბერი – 2.9221;
26 დეკემბერი – 2.9241;
27 დეკემბერი – 2.9142.
ევროსთან მიმართებაშიც, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე საკმაოდ გამყარდა, 0.0034 ლარით და 28 დეკემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9108 ლარი.
ფაქტიურად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ვალუტებთან მიმართებაში და ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი გამყარდა პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 28 დეკემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5013 ლარი (გამყარდა 0.0103 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0793 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6662 (გამყარდა 0.0035 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6433 ლარი (გამყარდა 0.0059 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0519 ლარი (გამყარდა 0.0331 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1034 ლარი (გამყარდა 0.0114 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8282 ლარი (გამყარდა 0.0110 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2666 ლარი (გამყარდა 0.0197 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.6040 ლარი (გამყარდა 0.0441 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7713 ლარი (გამყარდა 0.0084 ლარით).
დეკემბრის შუა პერიოდში ლარის დასტაბილურაბას, ბოლო კვირაში გაუფასურება მოჰყვა რუსულ რუბლთან მიმართებაში. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
24 დეკემბერი – 2.7919;
25 დეკემბერი – 2.8226;
26 დეკემბერი – 2.8127;
27 დეკემბერი – 2.8162.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლადდ გამყარდა, 0.1987 ლარით და შესაბამისად, 28 დეკემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.6175 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი