WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დემეთ ოზდემირისა და სელინ დიონის ყურადღების შემდეგ, პატარა ქართველ გოგონას, ევა ბუთიაშვილს ყურადღება თურქულმა მედიამაც მიაქცია. ამჯერად თურქული პრესის ყურადღების ცენტრში ტარკანის ლეგენდარულ ჰიტზე, “Şımarık”-ზე შესრულებული ევას ცეკვის ვიდეო მოექცა.

“Şımarık-ის აჟღერებაზე მან თავი ვერ შეიკავა! თურქული პოპის უბერებელ სიმღერას აყოლილი პატარა ქართველი გოგონას რიტმული ცეკვა და უშუალო ემოციები სოციალურ ქსელში ნამდვილ სენსაციად იქცა.” – წერს თურქული მედია.

უცხოური პრესა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ვიდეოს ათასობით დადებითი კომენტარი და მოწონება მოჰყვა, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი თვითონ ტარკანის რეაქცია აღმოჩნდა – თურქეთის პოპ-ვარსკვლავმა პატარა მოცეკვავის ვიდეო პირადად მოიწონა. თურქული მედია წერს, რომ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ “Şımarık”-ს ასაკი არ აქვს და ტარკანის შემოქმედება თაობიდან თაობას გადაეცემა.

შეგახსენებთ, მანამდე თურქმა ვარსკვლავმა დემეთ ოზდემირიმა „ინსტაგრამის“ სთორიში გააზიარა ევას ვიდეო ტექსტით: „ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“.
ევას ვიდეოზე აცეკვდა, თავად სელინ დიონიც. სელინ დიონის მიერ „ინსტაგრამში“ განთავსებულ ვიდეოკოლაჟში, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა სივრცეში გადაღებულ კადრებს აერთიანებს, ერთ-ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ სელინ დიონი მობილურ ტელეფონში ევა ბუთიაშვილის სწორედ იმ ვიდეოს უყურებს, რომელმაც 75 მილიონი ნახვა დააგროვა – მომღერალი აღნიშნულ მუსიკაზე თავადაც ცეკვავს

წყარო: ​primetime.ge​​​