თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა გააფორმეს ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულება

2 hours ago 4

აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის გაჭიანურებისა და რეგიონული დაძაბულობის ფონზე, თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის ლიდერებმა 7 აგვისტოს ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულება გააფორმეს - "აგრესიის ნებისმიერი აქტის კოლექტიური შეკავების გასაძლიერებლად".

ხელშეკრულების თანახმად, რომელიმე ერთ ქვეყანაზე თავდასხმა განხილული იქნება თავდასხმად სამივე სახელმწიფოზე - იუწყება სააგენტო Reuters-ი.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა, საუდის არაბეთის ქალაქ მექაში.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ჯევდეთ ილმაზის თქმით, ხელშეკრულება არაა მიმართული რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ. მისი თქმით, საქმე ეხება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვას.

ხელშეკრულებაზე თითქმის წელიწადის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. დოკუმენტის გაფორმების ფონია გაგრძელებული საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში. ირანმა არაერთხელ მიიტანა იერიში საუდის არაბეთის ტერიტორიაზე - აშშ-ის საკვანძო მოკავშირეზე რეგიონში. ამასთან, ელ-რიადსა და ისლამაბადს შორის უკვე მაშინ მოქმედებდა ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება. პაკისტანმა მოკავშირეზე ირანის დარტყმებს სამხედრო ძალით არ უპასუხა, თუმცა გაგზავნა რვა ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და საბრძოლო ტექნიკა.

საუდის არაბეთში მდებარეობს მუსლიმთათვის მთავარი სიწმინდეები, ეს ქვეყანა მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობის მიმწოდებლებს შორისაა. თურქეთს ნატოში სიდიდით მეორე არმია ჰყავს. პაკისტანს აქვს ბირთვული იარაღი.

სრულად წაკითხვა