ნუცა ბუზალაძე ბათუმში კონცერტს მართავდა, რა დროსაც ადგილზე მომიტინგეები დაშავებული ადამიანების ფოტოებით გამოჩდნენ და მომღერალი სიტყვიერად გააკრიტიკეს.
თავის მხრივ, ამას ბუზალაძემ სცენიდან ასეთი პასუხი დაუბრუნა:
"სირცხვილოს თუ ეძახით იმ ადამიანს, ვინც თქვენს სახელს წარმოადგენს ბავშობიდან - სირცხვილო თქვენ! თუ გგონიათ, რომ კონცერტს ჩაშლით და ახალ წელს წაგვართმევთ, ძალიან ცდებით. თქვენ რა ფულიც აიღეთ ამაში, შეგერგოთ", - პასუხობს მომღერალი მომიტინგეებს.