,, თქვენ ხართ ფარისევლები… არ არსებობს შერჩევითი სამართალი” – გიორგი ფოფხაძე

17 hours ago 4

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე:

,,თუ თქვენ ამბობთ რომ, ნაცების მმართველობის დროს ხმას იღებდით დარბევებზე, წამებაზე, ბიზნესის ტერორზე, მედიის შევიწროებაზე და დღეს დუმხართ 500 დაპატიმრებულზე, დარბეულ მიტინგებზე, ნაცემ ჟურნალისტებზე, გაყალბებულ არჩევნებზე, ფეოდალურ მმართველობაზე და ევროპული გზის გამრუდებაზე.. მაპატიეთ მაგრამ, თქვენ ხართ ფარისევლები.
მე ვიცავდი ადამიანის უფლებებს მაშინაც, ვიცავ ახლაც და დავიცავ მომავალი ხელისუფლების პირობებშიც თუ ისინიც იგივეს გააკეთებენ რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა და რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს.
არ არსებობს შერჩევითი სამართალი. არ არსებობს ადამიანის უფლებების მცირე და დიდი დარღვევა. კანონი არის ყველასთვის ერთი და ამ კანონის დაცვა ყველა ხელისუფალის ვალი და მოვალეობაა.. იქნება ის ნაცი, ქოცი, მემარჯვენე, მემარცხენე თუ ცენტრისტი..”

სრულად წაკითხვა