“თქვენი მინისტრი დასანქცირებულია, როგორც საზოგადოებისთვის მ თ ა ვ ა რ ი ს ა ფ რ თ ხ ე!” – თამარ კორძაია შს სამინისტროს თანამშრომლებს მიმართავს

1 day ago 3

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია სოციალურ ქსელში ეხმაურება რამდენიმე ევროპული ქვეყნის, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დასანქცირების ფაქტს და კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებით მიმართავს შს სამინისტროს თანამშრომლებს:

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მომუშავეებო,

გყავთ მინისტრი, რომელსაც არაერთი სახელმწიფო ასანქცირებს, დღეს უკვე აშშ, ასეთი ბრალდებით: მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციონერებისა და მომიტინგეების სასტიკი დარბევა, მათ შორის 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს.

თვლით თუ არა, რომ ემსახურებით საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ხაზს ვუსვამ საზოგადოებრივს? ეს ტერმინი კანონში წერია, მე არ მომიგონია.

თქვენი მინისტრი დასანქცირებულია, როგორც საზოგადოებისთვის მ თ ა ვ ა რ ი  ს ა ფ რ თ ხ ე!”, – წერს თამარ კორძაია სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა