„თქვენს შვილს ფეხზე რაღაც მოუჭირა, რომ სისხლისგან არ დაცლილიყო, ყოველ 5 წუთში კითხულობდა, როგორ არისო, თვითონაც სისხლიანი იყო“ – ტრაგედია, რომელსაც საოცარი ადამიანური ისტორია ახლავს

8 hours ago 3

„თქვენს შვილს ფეხზე რაღაც მოუჭირა, რომ სისხლისგან არ დაცლილიყო, ყოველ 5 წუთში კითხულობდა, როგორ არისო, თვითონაც სისხლიანი იყო“ - ტრაგედია, რომელსაც საოცარი ადამიანური ისტორია ახლავს25 აგვისტოს, საღამოს საათებში თბილისის ზღვის ასახვევთან მძიმე ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, უცხოელი მძღოლი საჭეს მთვრალი მართავდა და მოპედით მიმავალ დავით ღუღუნიშვილს და მის მეგობარს, ისაბელ ოხანაშვილს დაეჯახა. სამწუხაროდ, გოგონა გარდაიცვალა, დავითი კი გადარჩა. როგორც მისი მამა, ბატონი მერაბი სოციალურ ქსელში წერს, ის სრულიად უცხო ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც მის შვილს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია.

ბატონმა მერაბმა რამდენიმე საათის წინ ამ ტრაგედიაზე დაწერა, რომელსაც საოცარი  ადამიანური ისტორია ახლავს.

„მეგობრებო, გთხოვთ, მაქსიმალურად გადააზიარეთ ეს პოსტი. ვეძებ ამ პიროვნებას, რომელიც შეესწრო თბილისისი ზღვის ასახვევთან მომხდარ ავარიას. ორშაბათს, 25 აგვისტოს, საღამოს საათებში თბილისის ზღვის ასახვევთან, სასტუმრო „აფრას” მოპირდაპირედ ზღვის შემოვლით გზაზე მოპედით მოძრაობდა ჩემი შვილი და მისი მეგობარი გოგონა. საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანა დაეჯახათ, რომელსაც მართავდა საქართველოში მყოფი თურქმენეთის მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. გადავიდა ჩემი შვილის ზოლში,  გზაც არ დაუტოვა, რომ აერიდებინათ შეჯახება. მოხდა საშინელი ავარია, რომელსაც შეეწირა ჩემი შვილის მეგობარი გოგონა. უფალმა ნათელში დაუმკვიდროს სასუფეველი. ჩემს შვილს დასჭირდა მარცხენა ფეხის ამპუტაცია.

ამ ავარიას შეესწრო გამვლელი ბიჭი, რომელიც მონიშნულია ფოტოზე, ჩემი შვილი ამბობს, რომ ამ პიროვნებამ დიდი როლი ითამაშა მისი სიცოცხლის გადარჩენაში და ძალიან უნდა, რომ ვიპოვო. მეც გულში ჩავიხუტო, მადლობა ვუთხრა და ჩემმა შვილმაც მადლობა გადაუხადოს იმ სიკეთისთვის, რაც მისთვის გააკეთა, ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდით დამიდექით, ღმერთი სიკეთით დაგიბრუნებთ“, – დაწერა ბატონმა მერაბმა. ცოტა ხნის წინ კი ისევ გამოაქვეყნა სტატუსი, რომ ის ადამიანი იპოვა :

„ვიპოვე, მეგობრებო, ეს ორი ღვთით დალოცვილი ადამიანი, ვინც ჩემი შვილის ავარიას შეესწრნენ და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რამაც ჩემი შვილის სიცოცხლის შენარჩუნებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო, რომ ჩემს შვილს დაეხმარა, უფრო მეტი სისიხლი რომ არ დაეკარგა და ამით სიცოცხლე შეუნარჩუნა.  მადლობა მეგობარო, ჯონი ბერიძე, შენ ჩემს შვილს ანგელოზად მოევლინე, უფალი ასმაგად გადაგიხდის ამ სიკეთეს.

მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ თქვენნაირი კეთილშობილი ადამიანები, რომლებიც თავს წირავენ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ღმერთმა დაგლოცოთ და სულ მწვანე გზაზე გატაროთ, დალოცოს თქვენი ლამაზი ოჯახი, შეგეწიოთ და დაგიფაროთ ყოველგვარი განსაცდელისაგან“.

მერაბ ღუღუნიშვილის პოსტს ნინი ტერტერაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ ეს ადამიანი კლინიკაშიც მიჰყვა დაშავებულს, არ მოშორებია და მის ამბავს კითხულობდა:

„მე შევესწარი, სავადმყოფოში რომ შემოიყვანეს თქვენი შვილი, ეს კაცი იქ იყო, დაბლა და ყოველ 5 წუთში კითხულობდა თქვენს შვილს. დაცვას ეკითხებოდა, თუ როგორ იყო. გვეგონა,  გადარჩებოდა ის გოგონა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს.

ეს ბიჭი, ვინც გადაგირჩინათ შვილი, ამბობდა, თქვენს შვილს ფეხზე რაღაც მოუჭირა, რომ სისხლისგან არ დაცლილიყო. ძალიან ნერვიულობდა, ასეთი ადამიანი იშვიათობაა. დაცვამ ჰკითხა, ვინ იყო და უთხრა, ახლობელიო. სახელი და გვარიც უთხრა. მეც სხვას ვახლდი იმ მომენტში, ვინც ფოტოზეა, ვიცანი ზუსტად ეგენი ეცვა და სისხლიანი იყო. ვერ წავალ, სანამ ხმას არ გავიგებო, ასე ამბობდა“.

სრულად წაკითხვა