იამაყეთ თათია კობალაძით

ტექსტის ზომა 100%
იამაყეთ თათია კობალაძით
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 2 წთ.

იამაყეთ თათია კობალაძითმომღერალი თათია კობალაძე ჩინეთის საერთაშორისო კონკურსის SILK WAY STAR – “აბრეშუმის გზის ვარსკვლავი” ფინალისტია:

“ფინალში 12 ქვეყნის ჟიურის წევრი ფეხზე წამოუდგა ქართველს და საქართველოს! მსგავსი არაფერი მომხდარა 10 ტურის განმავლობაში არასდროს! ფინალი მსოფლიოს უზარმაზარ სცენაზე, კონკურსზე, სადაც 5 კონტინენტიდან 12 ქვეყანა იყო წარმოდგენილი!

შედეგი?! ფინალის დღის ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველო ტოპ 3 ქვეყანაში მოხვდა! 10 ურთულესი ტური და ფინალი, სადაც დათომ ისეთი სიტყვები მითხრა, რომ ჩემი გულწრფელი ცრემლები მილიონობით მაყურებელმა დაინახა! რაოდენ ლამაზია მდგომარეობა და სიტუაცია, როცა სადღაც სხვა სამყაროში, ორი ქართველი ერთმანეთს მხარს უმაგრებს! დავითის სიტყვები იქ, იმ მომენტში ფინალზე, რომელზეც ძალიან ვნერვიულობდი, იყო უმნიშვნელოვანესი! მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველა სიტუაციაში ხედავს გულწრფელობას! დათო, მადლობა ქართველო! ნატო, მიყვარხარ უკიდეგანოდ და გილოცავ, რადგან შენი სიმღერა ნახევარმა მსოფლიომ მოისმინა! ფათო კენჭიაშვილო, მეამაყები!”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS