იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ირანში ექსპორტი 747%-ით, 19-დან 162 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ზრდის უმთავრესი მამოტივირებელი ფაქტორი მსუბუქი ავტომობილები გახდა. თუ 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ირანში სულ 10 ავტომობილი გაიყიდა, 2026 წლის პირველ 8 თვეში მათი რაოდენობა 7360-ს გაუტოლდა.
2026 წლამდე ირანში ექსპორტმა თანხობრივად მაქსიმალურ მაჩვენებელს, $77 მლნ-ს, ძირითადად ცხვრის ხორცის ხარჯზე, 2017 წელს მიაღწია და თითქმის იგივე პოზიცია კიდევ 2 წელი შეინარჩუნა. 2020-2025 წლებში ირანში ექსპორტი საშუალოდ $32-მლნ-მდე შემცირდა.
2013-2025 წლებში ირანის წილმა ექსპორტში საშუალოდ 1.1% შეადგინა, ცალკე აღებულ 2025 წელს 0.5%, რომელიც 2026 წლის იანვარ-აგვისტოში 3%-მდე გაიზარდა.
ექსპორტი ირანში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ირანში გატანილი ექსპორტის 80%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს. მსუბუქი ავტომობილების რეალიზაციისთვის მთავარ ბაზრად კვლავ შუა აზიის ქვეყნები რჩება, თუმცა იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყირგიზეთში ავტოექსპორტი – 38%-ით, $884 მლნ-დან $551 მლნ-მდე, ხოლო ყაზახეთში 60%-ით $494 მლნ-დან $297 მლნ-მდე შემცირდა. 8 თვეში მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში დანაკლისმა $529 მლნ შეადგინა, რაც ტაჯიკეთსა და უზბეკეთში მცირე მატებამ ვერ დააკომპენსირა. მთლიანობაში 8 თვეში ავტოექსპორტი $380 მლნ-ით, $1.728-დან $1.348 მლრდ-მდე შემცირდა, რაც 22%-იანი კლებაა.
ირანში 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ავტოექსპორტი სიმბოლური იყო და 300 ათას დოლარს არ აღემატებოდა, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ის 129 მლნ-მდე გაიზარდა და მესამე ადგილი დაიკავა.
ავტოექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ირანში ექსპორტის მხრივ მეორე ადგილზე $18 მლნ-ით ფეროშენადნობები გავიდა. ექსპორტმა 1 მლნ დოლარს ხე-ტყე მასალის, პოლიმერისადა თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაშიც გადააჭარბა.
ექსპორტისგან განსხვავებით იმპორტი უმნიშვნელოდ, $167-დან $169 მლნ-მდე გაიზარდა. იმპორტში პირველ ადგილს $18 მლნ-ით მოსაპირკეთებელი ფილები იკავებს.
netgazeti