"იბერიას" ისტორიული სერია — ეროვნული ლიგის ახალი რეკორდი სახეზეა

14 hours ago 2

თბილისის „იბერიამ“ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ბათუმში გამართული დრამატული მატჩი მოიგო — ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, ბათუმის „დინამო“ 3:2 დაამარცხა და ეროვნული ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.

ამ გამარჯვებით „იბერიამ“ დაუმარცხებელ მატჩების სერია 25-მდე გაზარდა, რაც საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში აბსოლუტურად საუკეთესო მაჩვენებელია.

კლუბმა ბოლოს 2023 წლის 18 სექტემბერს, ქუთაისში, "ტორპედოსთან" შეხვედრა 1:2 დათმო. მას შემდეგ, ლევან კორღალიძის გუნდი არ დამარცხებულა და ისტორიული შედეგიც სახეზეა.

სრულად წაკითხვა