იდეალური მომენტები ქმნიან იდეალურ ცხოვრებას…

2 days ago 8

…არ არსებობს იდეალური ცხოვრება.

არსებობს იდეალური მომენტები.

იდეალური მომენტები ქმნიან იდეალურ ცხოვრებას…

მხატვრული ჩანახატი.

“…ჩვენ ვიყავით ოჯახი, სადაც ნეგატიურად აზროვნებდა ყველა…

ბავშვებიც კი…

მაგრამ ყველაფერი შეცვალა ერთმა, უბრალო კითხვამ…

…………………

რამდენი წელი გრძელდებოდა ასე- აღარც მახსოვს…

მაგრამ…. ასეთი ცხოვრების წესი, იმდენად ჩვეული იყო, რომ სულაც არავის ეჩვენებოდა არანორმალურად…

მე და ჩემი ქმარი გამუდმებით რაღაცაზე ვწუწუნებდით…

გამუდმებით უკმაყოფილებას გამოვთქვამდით- არ ჰქონდა მნიშვნელობა- რაზე, ვისზე ან რისთვის…

დილიდანვე იწყებოდა უკმაყოფილების გამოხატვა ერთმანეთით და ყოფის ყოველი დეტალით:

” -სად არის ჩემი შავი წინდები? ისევ დაგავიწყდა ხო გარეცხვა?!”

“- შაქარი გათავდა! არ შეგეძლო სამსახურიდან რომ გამოგევლო და გეყიდა?! ხომ გთხოვე?!”

“- ჩემი ახალი ქოლგა გატყდა!

– ეს იმიტომ, რომ დედაშენმა გადაწყვიტა ეკონომიის გაკეთება და ჩინური უხარისხო გიყიდა…

– მამაშენს ნორმალური სამსახური რომ ჰქონდეს აღარ მომიწევდა ჩინური ნაგვის ყიდვა!!!…”

სამსახურიდან, სკოლიდან თუ ბაღიდან დაბრუნებულები ერთმანეთს მხოლოდ ნეგატივს ვუზიარებდით…

ჩვენთვის, გარშემო, ყველაფერი “დებილური” იყო:

ამინდი, ფასები, კოლეგები სამსახურში, თანაკლასელები, სათამაშოები, ფილმები, მუსიკა, სპორტსმენები….

და მერე, უცებ…. ერთ მომენტში, თითქოს გამოვიღვიძე ამ გაუთავებელი სიბრაზისა და უკმაყოფილების მდგომარეობიდან და გვერდიდან შევხედე ჩვენს ოჯახს…

პრობლემები, რომლებიც სხვა ოჯახში ყურადღების მიღმა რჩებოდა, ჩვენთან ასმაგდებოდა ისე, თითქოს მათზე იყო დამოკიდებული მთელი ჩვენი მომავალი ცხოვრება…

– შაქარი გათავდა სახლში?… ღმერთო ჩემო! რა პრობლემაა? ჩაირბინე მაღაზიაში და იყიდე…

– “ჰუდი” არ გაგირეცხეს?… რა მოხდა მერე? ათასი ჯემპრიდან ხომ შეიძლება რაიმეს ამორჩევა და მისი ჩაცმა?!

– შამპუნი დამთავრდა?… კარგი, დაიბანე ბავშვის შამპუნით…. თვალები არ დაგეწვება, ბოლოს და ბოლოს…

მაგრამ, არა!!!

ეს შაქარი, “ჰუდი” და შამპუნი იქცეოდა ისეთ მიზეზებად, რომლებზეც გაუთავებლად ისმოდა ურთიერთშეურაცხყოფა და – ლამის გაცილებამდე მისული კამათი….

როგორც მშობლებსაც არ გვქონდა არანაირი გამართლება:

ჩვენს ოჯახში იზრდებოდნენ უკმაყოფილო, მოუთმენელი და მუდამ ერთმანეთზე გაბუტული, ეგოისტი ბავშვები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ამ სამყაროში ყველა მათ წინაშე იყო ვალდებული!!

………………..

“- დღეს იყო საერთოდ რაიმე, რითიც კმაყოფილი იყავი?!”- ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად აღმომხდა, სადილობის დროს…

მაგიდასთან უჩვეულო სიჩუმე ჩამოწვა….

არამარტო ქმარი, ბავშვებიც კი გაშეშდნენ და ეგონათ, რომ მათ ვუსმევდი ამ კითხვას…

” – ბაღში კისელი არ დაგვალევინეს დღეს…”- თქვა უმცროსმა.

“- მე მასწავლებელმა შემაქო, ნახატისთვის”- მოაყოლა უფროსმა…

ქმარი ჩუმად იჯდა…

“- შესანიშნავია! ესე იგი დღის განმავლობაში რაღაც კარგიც ხდება!…

ჩვენ კი ვერც ვამჩნევთ…

ასე გვგონია, კარგი რამეები- დაგველოდება, რომ მოვიცალოთ და შევნიშნოთ…

ის კი, დაიღლება ლოდინით და ისე წავა, რომ ვერც ვერასოდეს შევამჩნევთ…

და ჩვენი ცხოვრებაც მხოლოდ ნეგატივით იქნება სავსე…”

………………………

უმცროსმა წამწამები ააფახულა და სატირლად მოემზადა…

“- ხუმრობს დედიკო!!- ჩაიბურტყუნა ქმარმა… მას ხო სულ ასეთი გესლიანი ხუმრობები აქვს!”

“- არაფერსაც არ ვხუმრობ!!!

აი დღეს, კარგი არაფერი მოხდა შენს ცხოვრებაში?!…

სამსახურში ხომ არ დაგიგვიანია?!”

“-არა!”

“- ვაშა!!!!!

– სადილი გემრიელი იყო?! “

“- კი!”

“- ეგეც ორი!!!”- ზეიმით მივუგე მე…

“- ჩაიც ძალიან გემრიელია, დე!- ამყვა თამაშში უფროსი…

-და კიდევ საყვარელ ძაღლს მომაფერებინა დეიდამ ქუჩაში და ცუგას უხაროდა….”

“- შესანიშნავია! აი მე კი დღეს სამახურში წყნარი დღე მქონდა- ყვირილის და კამათის გარეშე…. მერე, სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი, ნიავი ისეთი თბილი და სასიამოვნო იყო, კიდევ მომინდა ქუჩაში სეირნობა…”

…იმ საღამოს ქმარი ჩუმად იჯდა და ვერაფრით გაიხსენა რაიმე დადებითი და….

ალბათ მეც მალე დამავიწყდებოდა ის საუბარი, მაგრამ…

ბავშვებმა არ მომცეს ამის საშუალება…

მეორე დღეს, სადილის დაწყებისთანავე, მათ აღფრთოვანებით მოგვახსენეს დღის შედეგები:

“- დე, მე დღეს სამი კარგი რამე შემემთხვა: ბაღში არ დაგვალევინეს კისელი, ვიპოვე ლამაზი ჯოხი და შუადღეს- მაგარი სიზმარი დამესიზმრა…

– მე ათიანი მივიღე მათემატიკაში და სპორტზე- ყველას გავასწარი სირბილში…”

საოცრად სასიამოვნო მოსასმენი გამოდგა ეს “ანგარიში”…

ქმარს გავხედე. ის დუმდა…

“- შენს ცხოვრებაში რა მოხდა კარგი, საყვარელო? რისთვის ხარ მადლიერი ამ დღის?!”

“- იმისთვის, რომ მეყო თანხები დენის, გაზის და ინტერნეტის გადასახადებზე…საკმარისია?- ჩაიბურდღუნა მან და ჩაი მოსვა…

-ხო, და კიდევ- ჩაი გემრიელია…”

თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ტრადიცია- გამოჰკითხო ოჯახის წევრს- რა სასიამოვნო რამ გადახდა დღის განმავლობაში- ფეხს მოიკიდებდა ჩვენს ოჯახში…

მაგრამ ის ტრადიციად გვექცა და ეს გამოდგა ყველაზე საუკეთესო რამ, რაც შეიძლებოდა დაგვმართნოდა…

რადგან თანდათანობით ჩვენ დავიწყეთ უკეთესობისკენ შეცვლა…

დავიწყეთ ყოველდღიურობაში კარგის შემჩნევა…

აქცენტის გაკეთება პოზიტივზე და არა ნეგატივზე…

ამით ნეგატივი არ ქრებოდა, ბუნებრივია, მაგრამ მასზე აქცენტის გაუკეთებლობით, ის უბრალოდ გვარდებოდა, როგორც ნებისმიერი საკითხი და არა- პრობლემა…

როგორც აღმოჩნდა, მადლიერებით ცხოვრება გაცილებით ადვილია, ვიდრე გამუდმებით ნეგატივში ყოფნა და პრეტენზიები…

და ყველაზე მთავარი ამ ისტორიაში იყო ის, რომ გაცილებით ბევრი გავიგე ჩვენზე, ვიდრე აქამდე ვიცოდი- თითქოს თავიდან გავიცანი ჩემი მეუღლე… ბავშვები და

საკუთარი თავიც…

 ის, რისი მადლიერიც ვართ გვიჩვენებდა- რას ვაფასებთ, რას ვაქცევთ ყურადღებას, რა გვეძვირფასება დააა….

ამ ყველაფერმა ერთმანეთთან უფრო მეტად დაგვაახლოვა…

და დაგვანახა-

თურმე რა ყოფილა ამ ცხოვრებაში ძვირფასი…

ავტორი: ევგენია გოლოვინა.

მოამზადა დაჯი მამულაშვილმა 

სრულად წაკითხვა