მომღერალი ქეთა თოფურია ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობს ბავშვობაზე და იხსენებს პირველ ჰონორარს:
“ჩემი სიმღერით 13 წლისამ მივიღე პირველი ჰონორარი საახალწლო კონცერტზე – 50 დოლარი. მეგობრები დავპატიჟე და პიცერიაში წავედით…” – ამბობს ქეთა თოფურია.
ახლა ქეთა თოფურია უკვე სამი შვილის დედაა.
“ძიძებიც მყავს, ბებიაც მეხმარება, მაგრამ აუცილებელია ჩემი დიდი დროით მათთან ყოფნა. სამი ძიძა მყავს, ცვლიან ერთმანეთს და 9 წელია ჩემთან არიან, სამივეს ვენდობი. მათ მხოლოდ ბავშვების აღზრდა ევალებათ, სახლს სხვა ალაგებს”.
მეუღლის საჩუქრებიდან ქეთამ გამოარჩია 15 8000-დოლარიანი საათი.
“ქმართან ერთად ბედნიერი ვარ. ჩვენი უკვე 5 წელია, ერთად ვართ და ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა გვაქვს” - თქვა ქეთა თოფურიამ.