უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) განაცხადა, რომ იერიში მიიტანა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) პერსონალის საკოორდინაციო ცენტრსა და დისლოკაციის ადგილზე ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
„СБУ-ის სპეციალური ოპერაციების ცენტრ „ალფას“ სპეცრაზმელებმა წარმატებული დარტყმა მიაყენეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საკოორდინაციო ცენტრსა და თანამშრომელთა დისლოკაციის ადგილს, რომელიც დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, ერთ-ერთ პანსიონატში იყო განთავსებული. წინასწარი შეფასებით, ФСБ-ის საკოორდინაციო ცენტრში შესაძლოა, 100-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. დაზვერვის მონაცემებით ასევე დადასტურდა, რომ ობიექტის ტერიტორიაზე 70-ზე მეტი ავტომობილი იმყოფებოდა, მოქმედებდა შეიარაღებული დაცვა, ფუნქციონირებდა საკონტროლო-გამშვები პუნქტები, მოწყობილი იყო საინჟინრო ბარიერები და მიწისქვეშა თავშესაფრები“, — ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
სპეცოპერაციის დროს 13 უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა. შედეგად, ადგილზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ასეთი სპეციალური ოპერაციები მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებას, საოკუპაციო ძალების სამეთაურო და კოორდინაციის სისტემის დარღვევას და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი ლოჯისტიკის გართულებას.

14 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·