იერუსალიმში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი

2 days ago 3

სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაიჭრა იერუსალიმში, რამოტის გზაჯვარედინზე დღეს, 8 სექტემბერს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც ადგილზე მყოფმა სამხედრო და სამოქალაქო პირებმა საპასუხო სროლის შედეგად მოკლეს. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ისრაელის ხელისუფლება თავდასხმას ტერაქტად აფასებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

განახლება: ისრაელის მედიამ პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ თავდამსხმელები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები პალესტინელები იყვნენ.

ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დააზუსტა, რომ საავადმყოფოშია 11 დაჭრილი, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.

სრულად წაკითხვა