WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ მძიმე რეალობაზე საუბრობს და შედარებას ახდენს მისი ხელისუფლების დროინდელ პერიოდთან:

“საქართველო სისხლისგან იცლება. გასულ წელს კიდევ 118 ათასი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. ეს არის უზარმაზარი ტრაგედია და მთლიანად ანგრევს მითს ეკონომიკური ზრდის შესახებ.

ხოდა, ვისაც არ უყვარს 2012 წლამდე საქართველოს ხსენება, მაინც მინდა შევახსენო ჩემი პრეზიდენტობის 9 წლიდან 8 წელიწადი საქართველოში მეტი ბრუნდებოდა საცხოვრებლად, ვიდრე მიდიოდა, იმიტომ რომ ხალხს ჰქონდა იმედი.

იმისთვის რომ დაინახოთ რადიკალური განსხვავება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ დაახლოებით იმავე პერიოდში აქ ჩამოსახლდა 120 ათასი რუსი. ივანიშვილი აკეთებს იმას, რისთვისაც მოვიდა ხელისუფლებაში – საქართველოდან ყრის საძულველ ქართველებს და ანაცვლებს მისთვის უფრო კომფორტული რუსებით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.