“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ – “ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად”:
“ივანიშვილის ბანდაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საერთოდ არ აპირებს აბსოლუტური უმრავლესობა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისა ე.წ. საარჩევნო უბანზე მისვლას და ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას.
სრულიად გაბანკროტებულები არიან ის ძალები, რომლებიც ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ამ სპეცოპერაციაში.
ამ დროს არანაირი თავპირისმტვრევა და არანაირი დარღვევები და ძალადობა, რომელიც ივანიშვილს სჭირდებოდა იმ არჩევნებში, სადაც რეალურად მეტ-ნაკლებად იყო მაინც შემორჩენილი სანდოობა ოპოზიციური ამომრჩევლის მხრიდან, აღარ მოუწევს ამის გაკეთება და ამიტომაც იწვევს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ავტორიტეტული ორგანიზაცია იქნება მოწვეული, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციური ამომრჩევლის ე.წ. საარჩევნო უბნებზე მისვლას კი არ აპირებს, არამედ ქუჩაში გამოსვლას და კარგად იცის ივანიშვილმა ესეც”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს