07.07.2026
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ბახუაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტ იკავებდა ამჯერად სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა. დოკუმენტი 6 ივლისით თარიღდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ბახუაშვილის დანიშვნაზე ინფორმაცია სამინისტრომ 10 ივნისს გაავრცელა. მან ამ პოსტზე თითქმის ერთი თვე იმუშავა.
შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ის სამინისტროში გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

3 weeks ago
46







English (US) ·
Georgian (GE) ·