WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გიორგი ბახუაშვილი, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, რომელიც დაახლოებით 1 თვის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.

ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ბახუავილმა ეს თანამდებობა 6 ივლისიდან დაიკავა, ხელს "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

შს მინისტრის მეექვსე მოადგილედ ბახუაშვილის დანიშვის შესახებ ცნობა სამინისტრომ 10 ივნისს გაავრცელა.

გიორგი ბახუაშვილს აქვს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა შსს-ს განსაკუთღებულ დავალებათა დეპარტამენტსა და დაცვის პოლიციაში.