“ქართული ოცნება” ჩინეთის ხელმძღვანელობამ გამარჯვების 80 წლის აღსანიშნავ აღლუმზე არ მიიწვია. ფაქტს კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება და მმართველი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე საუბრობს პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი:
“იზოლირებული და დასანქცირებული ჩმორი არც პეკინისთვისაა ანგარიშგასაწევი ფაქტორი და აღარც მოსკოვს დააინტერესებს, როცა დარწმუნდება, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანაზე კონტროლი დაკარგა.
ჩვენი ამოცანაა რეჟიმს ქვეყანაზე მიტაცებული კონტროლი დავაკარგინოთ ლეგიტიმაციის ეროზიით ყველა დონეზე.
ლეგიტიმაციის ეროზიის სიმბოლო ყოველ საღამოს გადაკეტილი რუსთაველია.
ცვლილებები დადგება მაშინ, როდესაც გარდაუვალ სტიქიურ პროტესტს ძლიერი და კარგად ორგანიზებული საპროტესტო ბირთვი დახვდება – პოლიტიკური ლიდერშიფით.
ამიტომ, დარეგისტრირდით ვისაც ცვლილებების ინტერესი გაქვთ და ორგანიზებული პროტესტის საჭიროებას იაზრებთ 💘🗝️“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქწის პირად გვერდზე.