,,ილია მეორეს აქვს…“ – რა გაამხილა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ

23 hours ago 1

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება:

,,სიკვდილის შიშის გამო სხვადასხვა მეთოდს რომ იყენებს, ისეთი არ გეცნობათ ? ბაობაბები , შამანები, ცხოველები და ა.შ.:)))

ილია მეორეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ეჯავრება და ეშინოდა მუდამ ბიძინა ივანიშვილისა. ამას ბიძინაც გრძნობდა და ამიტომ

უთხრა 2013 წელს, შენ მიშა უფრო გიყვარს, ვიდრე მეო. რაზეც უხერხულად შეიშმუშნა შიოლაშვილი. ილია მეორეს აქვს ერთი საოცარი თვისება: ადამიანს რომ შეხედავს, სრულყოფილად სცნობს და გრძნობს, ვინაა, რა სულისაა, რა ზნეობისაა, რისი მკადრებელია და რა ენერგიის მატარებელია. გრძნობდა და ხედავდა რა ბიძინას უკიდეგანო ამბიციებს, ამპარტავნებას, ულმობელობას, ეგოიზმს, სისასტიკეს, ურწმუნოებას, უსინდისობას, მატყუარობას და გველურობას, ეშინოდა მისი და საშიშ კონკურენტს ხედავდა მასში, რამდენადაც ბიძინას საპატრიარქოს დამონებაც სურდა და შიოლაშვილის დიდი ავტორიტეტის და გავლენის შურდა. მართლაც, რაც ბიძინამ აკადრა და დამართა საპატრიარქოს (სუსის კრებსების გამჟღავნება 2021 წელს და ა.შ.) არავის მანამდე, საქართველოს არცერთ მმართველს არ გაუბედავს და უკადრებია.“

საშობაო ეპისტოლეში ეწერა:

,,დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც. ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ…”

სრულად წაკითხვა