"ილიასთან სპარინგის დროს სულ ეს ხდებოდა" - მერაბ დვალიშვილი

1 week ago 2

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის პოდკასტში საინტერესო დეტალები გააზიარა იმ გამოცდილებიდან, რაც მას თანამემამულე ილია თოფურიასთან სპარინგისას ჰქონდა.

დვალიშვილის თქმით, თოფურიასთან ვარჯიში იოლი არ ყოფილა და ქართველმა ჩემპიონმა განსაკუთრებული აღნიშვნა მის ძლიერ დარტყმებსა და ტექნიკას დაუთმო:

ილიასთან სპარინგი მქონდა... შესანიშნავად ჭიდაობს, ასევე საოცარი ჯიუ-ჯიცუ აქვს და, რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რამდენად ძლიერი დამრტყმელია. ორჯერ მუცელში დარტყმით დამაგდო. მადლობა ღმერთს, დღეს კარგად ვარ,“ – აღნიშნა მერაბმა ღიმილით.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ემოციურ განცდას, რასაც ილია თოფურიასთან თითოეული ვარჯიშის შემდეგ განიცდის: „ყოველ ჯერზე, როცა სპარინგი მთავრდება, ვამბობ – გმადლობთ, უფალო!

სრულად წაკითხვა