მოგეხსენებათ UFC 311-ზე გულშემატკივარი ორ საჩემპიონო ბრძოლას იხილავს - სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება, ამავა ქარზე საჩემპიონო ბრძოლას გამართავს ხაბიბის გუნდის კიდევ ერთ წევრი ისლამ მახაჩევიც, რომელიც არმან ცარუკიანს შეხვდება.
აღნიშნულზე კომენტარი უკვე გააკეთა ლეგენდარულმა ხაბიბ ნურმაგომედოვმაც და იმედი გამოთქვა, რომ ორივე ქამარს მისი გუნდის წარმომადგენლები დაეუფლებიან.
"UFC-ის ორი ქამრისთვის ერთდროულად ვიბრძოლებთ და მგონი ასეთი რამ არც არასდროს მომხდარა. წინ საოცარი ღამე გველის! იმედი მაქვს, ორივე ქამარი ჩვენთან წამოვა", - განაცხადა ხაბიბმა.