იმერეთის პოლიციამ 230 ძირი კანაბისი ამოიღო. დაკავებულ 3 პირს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

1 week ago 4

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების ჩხრეკის დროს, შსს-ს თანამშრომლებმა დათესილი და კულტივირებული 230 ძირი კანაბისი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა