საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 14 სექტემბერს გორში, ამომრჩევლების წინაშე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ სირცხვილს საქართველო კარგა ხანს ვერ ჩამოირეცხავს:

“გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა. საქართველოს ჰყოლია მოღალატე ფეოდალები, ჰყოლია ორჯონიკიძეები, მაგრამ არასდროს არ ჰყოლია მოღალატე მმართველი პირველი პირი. თავისი გამოსვლით მან გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება. ეს ხომ ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნის შეურაცხყოფაა.

ნაცვლად იმისა, რომ მას რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა იმ უბედურებისთვის, რაც მათ ჩვენს ქვეყანას დაატეხეს თავს, მან ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა. ამ სირცხვილს ჩვენ კარგა ხანს ვერ ჩამოვირეცხავთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უპატიებელ ღალატს!”, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.