გუშინ ღამით ამხანაგური შეხვედრა შედგა ინგლისის და სენეგალის ეროვნულ ნაკრებებს შორის, სადაც გამარჯვება აფრიკელებს დარჩათ, - 1:3.
მასპინძლების მხარეს ერთადერთი გოლი ჰარი კეინმა მატჩის დასაწყისშივე გაიტანა, შემდეგ კი გოლები სარმა, დიარამ და საბალიმ გაიტანეს, რის ხარჯზეც სენეგალმა გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ თომას ტუხელმა ამ მცირეხნიან პერიოდში ანდირეკორდის დამყარება უკვე შეძლო. ის გახდა პირველი მწვრთნელი ინგლისის ნაკრების ისტორიაში, რომელიც აფრიკულ მეტოქესთან დამარცხდა.