WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

8

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის ცნობით, 11 წლის ბიჭი რეანიმაციის დეპარტამენტში იმყოფება, 3 წლის გოგონა კი პედიატრიის განყოფილებაში.

მისივე თქმით, დღეს ამ პაციენტების მართვაში ფსიქოლოგიური დახმარება ჩაერთვება.

„კლინიკაში იმყოფება 2 პაციენტი. ერთი გახლავთ 11 წლის ბიჭი, რომელიც რეანიმაციის დეპარტამენტში გადის მკურნალობას, ხოლო 3 წლის და 9 თვის გოგონა იმყოფება პედიატრიის განყოფილებაში. დილის მონაცემებით, მათო მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, თუმცა მიმდინარეობს დინამიკური კვლევები როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული. დღეს ამ პაციენტების მართვაში ფსიქოლოგიური დახმარება ჩაერთვება. რაც შეეხება გაწერას – ბუნებრივია, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია,“ – განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი – დაშავდა.