როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ბოლო დროის განმავლობაში ბრწყინვალე ფორმაშია.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიქაუტაძე კვლავ “იუვენტუსის” რადარზეა.
“ბიანკონერის” სატრანსფერო სიაში ჯაკომო რასპადორი, ჯოშუა ზირკზე, ლორენცო პუკა, პატრიკ შიკი და არნო კალიმუენდო არიან.
მიუხედავად ამისა, გიორგი “ბებერი ქალბატონის” მთავარ სატრანსფერო სამიზნედ მიიჩნევა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ლიონისთვის” ფეხბურთელების გაყიდვა გუნდის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშველოვანია.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძეს ცხოვრებაში რთული დრო უდგას. ლიონში ქართველი ფეხბურთელის სახლი გაძარცვეს.