ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ლიგაში სახელი უკვე საკმაოდ გაითქვა, მისმა სტაბილურმა თამაშმა კი ინტერესი გერმანიიდან გააჩინა.
ქართულ მედიაში დაიწერა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის მიმართ ბუნდესლიგა და ბუნდესლიგა 2-ის კლუბები იბრძოლებენ.
რაც შეეხება თავად კიტეიშვილის გეგმას, ის გადაწყვეტილებას ორ დეტალზე დაყრდნობით მიიღებს.
პირველი კარგი სპორტული პროექტი, მეორე კი ასეთივე ფინანსური წინადადებაა. გარდა ამისა, კიტეიშვილი მოკლევადიან კონტრაქტს არ განიხილავს. მას სურს, რომ ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში ახალ კლუბში დიდი ხნით დაფუძნდეს.