"ინტერი" განადგურებულია - "მილანი" კოპა იტალიის ფინალში გავიდა

8 hours ago 3

სერჟიო კონსეისაოს მიერ გაწვრთნილმა "მილანმა" ჯუზეპე მეაცაზე "ინტერს" დიდი ანგარიშით, 3:0 სძლია და "კოპა იტალიას" ფინალში გავიდა.

დუბლი სტუმართა სერბი თავდამსხმელის, ლუკა იოვიჩის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარის აღება 36-ე და 49-ე წუთებზე შეძლო.

მესამე გოლის ავტორი კი ნიდერლანდელი ნახევარმცველი ტიჯანი რეინდერსია.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში ანგარიში 1:4-ია

"როსონერო" ფინალში მეტოქის გასაგებად 24 აპრილს, 23:00-ზე გასამართ "ბოლონიასა" და "ემპოლის" დაპირისპირებას დაელოდება.

სრულად წაკითხვა